"აზოვის" მეთაური - ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით -  სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად

"აზოვსტალის" კომპლექსის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქარხნის პერიმეტრი დაარღვიეს, - ამის შესახებ "აზოვის" პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო აცხადებს ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტელეგრამზე" გავრცელდა.

პროკოპენკო მადლობას უხდის მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა, მაგრამ დაცვა გრძელდება.

"ორი დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის თავდასხმის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად", - დასძინა "აზოვის" პოლკის მეთაურმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება