ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლიდან 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში ჩავლენ და მათზე სახელმწიფო განსაკუთრებით იზრუნებს.

„ამდენი ადამიანი გაემგზავრა დღეს ზაპოროჟიესკენ. ჩვენი გუნდი ემზადება მათთან შესახვედრად. ყველა მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოსგან,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მარიუპოლში დარჩენილების ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათი გადასარჩენად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იხილეთ ვიდეო:ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლიდან 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს