ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს მთელ უკრაინაში, რათა შეასუსტოს ქვეყნის სიმტკიცე

რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სარაკეტო დარტყმების განხორციელებას არასამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო ჰაბები, რათა შეასუსტოს ქვეყნის სიმტკიცე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახმელეთო ოპერაციები ფოკუსირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე, სარაკეტო დარტყმები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან რუსეთი ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მცდელობა, შეავსოს მარაგი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე მტკიცებით, რუსეთის ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ მათ შავ ზღვაზე გასასვლელზე სრული კონტროლის დაწესება სურთ.

„მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიცაა ოდესა, ხერსონი და მარიუპოლი, მუდმივი თავდასხმები ხაზს უსვამს მათ სურვილს, სრულად გააკონტროლონ შავ ზღვაზე გასასვლელი, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააკონტროლონ უკრაინის საზღვაო საკომუნიკაციო ხაზები, ეს კი უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის ეკონომიკაზე,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს მთელ უკრაინაში, რათა შეასუსტოს ქვეყნის სიმტკიცე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა