უკრაინის გენშტაბი - რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლების შედეგად მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში იმ მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

„4 მაისს უკრაინელმა დამცველებმა დონბასში მტრის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის 5 ტანკი, 7 ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: 4 უპილოტო საფრენი აპარატი, სამი მტრის საკრუიზო რაკეტა და ორი თვითმფრინავი,“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის დაბომბვას და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვას. ამასთან, ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთ რაიონში არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან დაბომბვა გრძელდება.

„მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები ცდილობენ განახორციელონ შეტევითი ოპერაციები ლიმანსკის, სევეროდონეცკის და პოპასნაიის მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ავდეევკასა და კურახოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინის დამცველების პოზიციების დაბომბვას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული ქვედანაყოფების დაბლოკვასა და განადგურებაზე. „ავიაციის მხარდაჭერით მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს