ლუგანსკის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, დაბომბვა კონცენტრირებულია სევეროდონეცკზე, პოპასნაიაზე, ჰირსკესა და ლისიჩანსკზე.