Veli.store - ელექტრონული კომერცია, რომელიც მომხმარებელს 3 საათში მიტანას ჰპირდება

Veli.store აჭარა ჯგუფის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს სულ რამდენიმე თვეა შეუერთდა. გაყიდვების ეს ციფრული ველი მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის მიტანას თბილისის მასშტაბით იმავე დღეს, 3 საათში ჰპირდება და რაც მთავარია - მიტანის სერვისი უფასოა.

ყოველდღიური საყიდლების ციფრული პლატფორმა 8 კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკა, სილამაზე & თავის მოვლა, წიგნები, ბავშვის მოვლა, სათამაშოები, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და სახლის მოვლა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, veli.store-ზე განთავსებული ათასობით პროდუქტის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო რაც შეეხება კატეგორიებს, პლატფორმის გამომწერებს მრავალი საინტერესო და უჩვეულო სურპრიზი ელით წინ: უახლოეს მომავალში, მათ ვებგვერდზე შინაური ცხოველების მოვლის მრავალფეროვან კატეგორიასაც ვიხილავთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ მიუხედავად ქართულ ბაზარზე უკვე არსებული რამდენიმე ონლაინ პლატფორმისა, ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ადამიანებს მაინც ხშირად უწევთ უცხოურ ვებგვერდებზე საყიძლების ძიება, ამიტომაც პროდუქტების სიმრავლე და მრავალფეროვნება ჩვენი ბიზნესის გულად ვაქციეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო პროდუქტები, საუკეთესო შეთავაზებები, უნიკალური პრუდუქციის ასორტიმენტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ veli.store-ზე იყიდება. აც მთავარია, ჩვენი გამომწერები მიიღებენ ზუსტად იმ ნივთს, რომელიც შეიძინეს.“ - არჩილ ფირიაშვილი, veli.store-ის დირექტორი.

ველი რეგიონების მასშტაბითაც ოპერირებს და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია პლატფორმით ისარგებლოს. რეგიონების შემთხვევაში, მიწოდების დრო, ამ ეტაპზე, 3-5 სამუშაო დღეა და გამომწერების რიცხვის ზრდასთან ერთად, ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებითაც იგეგმება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა