კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო Telegram-ში იუწყება.

„წუხელ, რუსების მიერ კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულია მინიმუმ 25 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილებიდან ექვსს დახმარების გაწევა სამედიცინო დაწესებულებაში ესაჭიროება,“- აცხადებს კირილენკო.

მისი თქმით, რაკეტებმა დააზიანა 9 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბევრი ობიექტი.

„ეს არის რუსული არმიის მორიგი ომის დანაშაული ჩვენს მიწაზე. ყურადღებით ვაფიქსირებთ ყველაფერს. სასჯელს ვერავინ გადაურჩება!" - აცხადებს ოლქის ხელმძღვანელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო