კიევის ოლქში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

კიევის ოლქში, ვიშგოროდის რაიონში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ კიევის რეგიონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციელებმა 22 და 23 წლის მამაკაცების ცხედრები სოფელ რუდნია-ტალსკაიაში 4 მაისს აღმოაჩინეს.

„25 თებერვალს ოკუპანტებმა მანქანა დაცხრილეს, რომელშიც 2 მშვიდობიანი მოქალაქე იჯდა, თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მანქანას მძიმე ტექნიკით გადაუარეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ივანკოვის პოლიციამ, პროკურორისა და ექიმის მონაწილეობით, გარდაცვლილთა ექსპერტიზა ჩაატარა. ცხედრები ნათესავებმა ბუჩას რაიონის სოფელ მირჩაში გადაასვენეს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი