New York Times - აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარისთვის გადაცემული დაზვერვის ინფორმაცია რუსული ჯარის გადაადგილების მარშრუტებსა და მობილური სამხედრო შტაბების მდებარეობას მოიცავდა და გამოყენებული იყო უკრაინული ძალის მიერ თავდასხმების განხორციელებისას.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 12 რუსი გენერალი დაიღუპა კონფლიქტის დროს. უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსი სამხედროების დაბალი სულისკვეთების გამო, სამხედრო მაღალჩინოსნები იძულებულები იყვნენ ფრონტის ხაზის სიახლოვეს ყოფილიყვნენ.

უკრაინის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდირება განხორციელდა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის დახმარებით.

ამასთან, როგორც ცნობილია თეთრი სახლის პრესსპიკერმა New York Times-ის აღნიშნული სტატია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი სათაური შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლოა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განმარტა, რომ აშშ უკრაინას აწვდის საბრძოლო ველზე დაზვერვის ინფორმაციას, რათა „დაიცვან თავისი ქვეყანა“, თუმცა ეს „რუსი გენერლების მოკვლის განზრახვას არ ატარებს“ .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო