აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - უკრაინის მოქალაქეების მასპინძლობა გრძელდება, საცხოვრებლის გარეშე არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის განცხადებით, მზრუნველობის გარეშე უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.

როგორც ზოიძემ უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე.

„პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლად შემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა”, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

მისივე განმარტებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

„ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული. ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლს გარეშე. აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე”, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან