შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს - ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს - ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს

დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ - ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ხანგრძლივვადიანი ხედვა, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს,- ასე მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს ვარშავაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მეტი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინას პრაქტიკული დახმარება გაუწიონ.

„რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე სოლიდარობის ფონდის იდეა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ფონდი და ამ გზით დაგვემტკიცებინა ჩვენი და ჩვენი დონორების ერთგულება უკრაინისადმი. ფოკუსირებულები ვართ უკრაინის დახმარებაზე და მის რეკონსტრუქციაზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ უკრაინას. დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ - ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ხანგრძლივვადიანი ხედვა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს. სოლიდარობის ნდობის ფონდი ნიშნავს იმას, რომ გვჯერა უკრაინის და ერთად ავაშენებთ მოდერნიზებულ და წარმატებულ ქვეყანას. სოლიდარობის ნდობის ფონდი კი იქნება საწყისი ევროპის მარშალის ფონდის“,- განაცხადა შარლ მიშელმა, რომლის განცხადების თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა