ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დახმარების გლობალური ინიციატივის United24-ის ჩაშვების შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დახმარების გლობალური ინიციატივის United24-ის ჩაშვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას შეუძლია შემოწირულების გაკეთება, ღილაკის ერთი დაჭერით, ნებისმიერი ქვეყნიდან.

„ეს შეიძლება იყვნენ, როგორც ცალკეული მოქალაქეები, მეწარმეები, ასევე მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციები. ჩვენ ყოველ დღე ვებრძვით მტერს, ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის და United24 გახდება სწორედ ის ციფრული სერვისი, რომელიც გააერთიანებს მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

United24 ფონდის მოზიდვის პლატფორმის მიზანია გახდეს მთავარი გზა უკრაინის სახელმწიფოს მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულებების შეგროვებისთვის. თანხები გადანაწილდება სამ სფეროში: თავდაცვა და ტერიტორიების განაღმვა, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება და უკრაინის აღდგენა.

თანხები, რომლებიც გაიგზავნება ადამიანების, ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ, ეროვნული ბანკის ანგარიშზე დაირიცხება. უკრაინის ეროვნული ბანკი ყოველ 24 საათში წარადგენს ანგარიშს თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისი სამინისტროები კი ყოველკვირეულად წარადგენენ ანგარიშს ამ თანხების დანიშნულებისა და გავრცელების შესახებ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა