პოლონეთის პრემიერი - ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, დღეს თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთვის, არამედ ჩვენთვისაც

ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭრას ყველა შესაძლო გზით და თქვენ გაიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ვაჩვენებთ, რომ ევროპული ღირებულებები არ არის ცარიელი სიტყვები, არამედ მათ თან ახლავს მოქმედება,- ასე მიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინელებს ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკრაინაში ვითარება სულ უფრო უარესდება და რუსული თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, მკვლელობა, გაუპატიურებები, წამება, უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარის თქმა და უკრაინელების დეპორტირება რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

„მოხარული ვარ, რომ ერთიანები ვართ და რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მესიჯი, რომელიც გვსურს დავუპირისპიროთ ომს. ჩვენი აქ ყოფნა აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ გულგრილები ტანჯვის მიმართ, რომელიც გამოიწვია ამ ბრუტალურმა, უსამართლო გენოციდურმა ომმა და რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ შევაჩეროთ რუსეთი და უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯოს. 13 წლის წინ ჩვენ დავაარსეთ აღმოსავლეთ პარტნიორობა და ამის შემდეგ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ სტაბილური და კეთიდღეობაზე დამყარებული ურთიერთობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის. მაგრამ ჩვენი პარტნიორობა არასდროს ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ახლა რუსეთის ბრუტალური აგრესიის ფონზე. ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის აქვს მრავალი განზომილება, მათ შორის, პოლიტიკური მოკავშირეობა, სამხედრო დახმარება, თუმცა ასევე ჰუმანიტარული ძალისხმევა. ვითარება კვლავ რთულდება. უკრაინის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი იძულებით გადაადგილებულია ან იძულებილი გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. რუსული თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, მკვლელობა, გაუპატიურებები, წამება, უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარის თქმა და უკრაინელების დეპორტირება რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. უკრაინას სჭირდება დაახლოებით 12 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ყოველდღიურად. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ჩვენი უკარაინელი მეგობრებისგან მივიღეთ. დღესდღეობით 3 000 ათასი ტონა მიეწოდებათ მათ საერთაშორისო ძალისხმევით. ასე რომ, მეტი სახსრებია საჭირო საკვებისთვის, მედიკამენტების, ჰიგიენური პროდუქტებისა და სხვა აღჭურვილობისთვის არის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი კონფერენცია საშუალებას მოგვცემს თავი მოვუყაროთ ამ სახსრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდნენ ლტოლვილები - 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა, უმეტესად ქალებმა და ბავშვებმა, გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინას და უკრაინელ ლტოლვილებს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მთავრობას, ინსტიტუციას და ორგანიზაციას მხარდაჭერის ორგანიზებისთვის. მაგრამ ყველაზე ძლიერი მადლობა ჩვენ უნდა გადავუხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ დღეს თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთის არამედ ჩვენთვისაც. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭრას ყველა შესაძლო გზით და თქვენ გაიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ვაჩვენებთ რომ ევროპული ღირებულებები არ ცარიელი სიტყვები, არამედ მათ თან ახლავს მოქმედება“,- განაცხადა მორავეცკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს