ქვახვრელში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფრომაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 29 აპრილს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 585 140 ლარია. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 881 მეტრია.

„ტრანსპორტის სავალ ნაწილის პარალელურად, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. გზის სავალი ნაწილიდან, რომელიც ძირითადად ღორღოვან-ხრეშოვანია, მოსაცილებელია ზედაპირული წყლები, მოსაწესრიგებელია არსებული კიუვეტები და წყალგამტარი მილები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო