ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში - რუსეთის თავდასხმა იყო იერიშის მიტანა ევროპის ერთიანობაზე, ამიტომ მეტად გაერთიანება იქნება ძლიერი პასუხი

უკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლავე, ომის პირობებში და ევროკავშირის ამ წევრობის მოსაპოვებლად სპეციალური შემცირებული პროცედურის გათვალისწინებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა იყო იერიშის მიტანა ევროპის ერთიანობაზე და აღნიშნულზე პასუხი უფრო მეტად გაერთიანებაა.

„რუსეთის თავდასხმა იყო იერიშის მიტანა ევროპის ერთიანობაზე. ამიტომ, მეტად გაერთიანება იქნება ძლიერი პასუხი. სწორედ ამიტომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უნდა იყოს აბსოლუტური სინამდვილე და პრაქტიკული ნაბიჯები, ნაცვლად დაპირებებისა და სამომავლო პერსპექტივებისა. მე ვიცი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის და თქვენც იცით ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათლად გესმით ყველას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა იმის დასტურია, რომ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო გამარჯვების გზაზეა. მისი თქმით, ის თუ როგორ დასრულდება ომი, მხოლოდ ბრძოლის ველზე არ წყდება და დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების საკითხიც.

„ამ ფორმატში შეხვედრა ამტკიცებს, რომ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო არიან ერთობლივი გამარჯვების გზაზე. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს სრულ ფუნქციონირებას, ჩვენი კონტინენტი გაერთიანებულია. მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო მხარს გვიჭერს, რათა ტირანიამ წააგოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი გმირი დამცველები იცავენ თავისუფლებას ბრძოლის ველზე. მაგრამ ის თუ როგორ დამთავრდება ომი, წყდება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არის ასევე ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი და შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნას ნორმალური ცხოვრება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და მოხდეს აღმშენებლობა იმის, რაც დაინგრა რუსული არმიის შედეგად. თავისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ის იცავს და უზრუნველყოფს ადამიანებს უკეთ, ვიდრე ტირანია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნავთობის, აირის და სხვა ნედლი პროდუქტების გაყიდვიდან მასიური თანხებით საზრდოობდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს