შარლ მიშელი - ჩვენ ერთად ახლიდან ავაშენებთ კეთილდღეობის მქონე დემოკრატიულ უკრაინას, თავდაჯერებულობით სავსე ქვეყანას, რომელიც მზად არის შეუერთდეს მის ევროპულ მომავალს - თქვენ მარტო არ ხართ

მსურს იმედისა და მხნეობის პერსონალური მესიჯი გავუგზავნო ყველა უკრაინელს, ჯარისკაცებს ველზე, უკრაინელს, რომელიც მხარს უჭერს ომის ძალისხმევას და მილიონებს, რომლებიც გამოექცნენ ომს და მიატოვეს სახლები - ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქვეყნისა და ეკონომიკის, თქვენი სახლების, სკოლების, ჰოსპიტლების, ბიზნესის, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე უკრაინის მომავლის აღდგენაში და ეს არ არის მხოლოდ გრძელვადიანი თეორიული ხედვა , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები „უკრაინის სიკვდილით დასჯას ცდილობენ“, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწევენ.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, უკრაინა მარტო არ არის, მის გვერდით ევროკავშირია.

„რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში განვიხილეთ სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნის იდეა უკრაინის მხარდაჭერად და ევროპის საბჭოს უკანასკნელ შეხვედრაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ სოლიდარობის ფონდის შექმნა და ეს არის კონკრეტული გამოხატულება ჩვენი ერთგულების უკრაინის მიმართ საგარეო დონორების დახმარებითა და მხარდაჭერით. სოლიდარობის ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე: ჰუმანიტარულ დახზმარებაზე, მოკლევადიან ფინანსურ საჭიროებებსა და რეკონსტრუქციაზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა ვუპასუხოთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.

მსურს იმედისა და მხნეობის პერსონალური მესიჯი გავუგზავნო ყველა უკრაინელს, ჯარისკაცებს ველზე, ყველა უკრაინელს, რომელიც მხარს უჭერს ომის ძალისხმევას და მილიონებს, რომლებიც გამოექცნენ ომს და მიატოვებს სახლები, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქვეყნისა და ეკონომიკის, თქვენი სახლების, სკოლების, ჰოსპიტლების, ბიზნესის, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე უკრაინის მომავლის აღდგენაში. და ეს არ არის მხოლოდ გრძელვადიანი თეორიული ხედვა. რეკონსტრუქცია იწყება დღეს. ჩვენ ვენდობით უკრაინას და ჩვენ ერთად ახლიდან ავაშენებთ კეთილდღეობის მქონე დემოკრატიულ უკრაინას, თავდაჯერებულობით სავსე ქვეყანას, რომელიც მზად არის შეუერთდეს მის ევროპულ მომავალს და დაიმკვიდროს ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის ევროპულ გზაზე.

ჩემი უკანასკნელი ვიზიტისას უკრაინაში ბოროდიანკაში, მე ვნახე ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. რუსმა ჯარისკაცებმა პოეტის ძეგლს ტყვიები თავში დაუმიზნეს. ისინი უკრაინელი პოეტის სიკვდილით დასჯას ეცადნენ, ზუსტად ისევე, როგორც ისინი ცდილობენ უკრაინის სიკვდილით დასჯას, მაგრამ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ. ძეგლი ისევ იქაა, დგას ამაყად, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინა დგას ამაყად დაუმარცხებელი და შეურყეველი. ევროკავშირი ყველა თავისი მეგობრით თქვენთან ვართ, თქვენ მარტო არ ხართ!“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს