გუბერნატორი - ლუგანსკის ოლქში სიტუაცია ძალიან რთულია, ყველაფერი შეიძლება ყოველ საათში შეიცვალოს

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ოლქში სიტუაცია ძალიან რთულია და შეიძლება ყოველ საათში შეიცვალოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაიდაიმ ლუგანსკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სიტუაცია ძალიან რთულია. მტერი ბელოგოროვკას ტერიტორიაზე თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს. ჩვენც რუბეჟნოედან დღესაც ვახორციელებდით ევაკუაციას, ხალხი გამოგვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს, ყოველ საათშიც კი. ამიტომ, ვინც მისმენს, ან ვისაც შეუძლია თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს გადასცეს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ნუ დააყოვნებთ ევაკუაციას“, - განაცხადა გაიდაიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო