"აზოვის" მეთაურის მოადგილე - რუსები „აზოვსტალში“ არიან, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ „უნიანი“ “აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით იუწყება.

„კიდევ ერთხელ: არავის არავინ არ განუდევნია. რუსები ქარხანაში არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, - განაცხადა პალამარმა.

ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი 4 მაისს შევიდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი უკრაინელმა მებრძოლებმა განდევნეს. მან მაშინვე დასძინა, რომ ამ ინფორმაციას ხელისუფლება ჯერ კიდევ აზუსტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო