BBC - დიდი ბრიტანეთი განიხილავს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნას

დაუნინგ სტრიტის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს მიერ, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს, რათა უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა ტელეფონით უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე და იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია დიდ ბრიტანეთს, რომ უკრაინას დაეხმაროს.

,,ლიდერებმა ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები განიხილეს, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის თავიდან ასაცილებლად, გრძელ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით უზრუნველყოფა", - განაცხადა ,,დაუნინგ სტრიტის" წარმომადგენელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს