ლევან ხაბეიშვილი - პოლონეთი დღესვე მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხარჯებით - სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლონეთი მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ დღესვე მიიღოს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, პოლონეთი მზად არის მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ხარჯებით უმკურნალოს.

ხაბეიშვილის თქმით, ამაზე დასავლელი პარტნიორები საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრებიან.

„დღეს მივედით იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მნიშვნელოვანია მესამე ქვეყანაში. რომელ ქვეყანაში? - პოლონეთი დღესვე არის მზად, მიიღოს პრეზიდენტი სააკაშვილი. უკვე იყო სააკაშვილზე საუბარი და ძირითადად, ამაზე ჩვენი დასავლელი მეგობრები მაღალი თანადებობის პირებს ესაუბრებიან - ნომინალურ ბორენკას წამომადგენლებს, ყველამ იცის, რომ ბორენკა ივანიშვილი წყვეტს ამ ქვეყანაში ყველაფერს, ბორენკა კიდევ კრემლიდან იღებს დავალებას. მე შეიძლია დაგიდასტუროთ და გითხრათ, პოლონეთის ხელისუფლება მზად არის პრეზიდენტი სააკაშვილი წაიყვანოს. მეტსაც გეტყვით, საკუთარი ხარჯებით წაიყვანენ და აიღებენ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. ამას ამბობენ პოლონეთში, ეს არ არის დამალული და დაფარული. ისინი ღიად ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლონეთის მეგობარი. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე საუბრობენ, რომ მათთვის ძვირფასია ეს ადამიანი. პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის რიგითი ადამიანი რეგიონში, ის არის რეგიონალური ლიდერი და მას მსოფლიოში აფასებს ყველა, ჩვენდა სამწუხაროდ, აქ გარკვეული კრიმინალური დაჯგუფების გარდა, რომელიც ათას სიბინძურეს უგონებს პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი ამ პროპაგანდის მსხვერპლი ყოფილა. მესმის, არსებობს ლეგიტიმური კითხვები ოღონდ, არა ის, რასაც პროპაგანდირებენ ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე ქართულ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს თუკი, მას ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის 10 მლიარდი დოლარის ინვესტიცია მოუტანოს ჩვენ ქვეყანას, პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის ჩვენ მოქალაქეებს ემსახუროს, მზად არის ჩვენი მოქალაქეებისთვის გაწიროს თავი, მზად არის დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მათ შორის, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელობა შესაძლებლობას მისცემს. თუ მაგრები არიან და დამარცხება უნდათ, გამოუშვან პრეზიდენტი სააკაშვილი 1 კვირა, მისცენ 1 კვირა პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და მთელი მთავრობა წავიდეს ნებისმიერ რეგიონში, ერთი სააკაშვილი დააყენონ ნებისმიერი მეორე მიმართულებით და ნახეთ ხალხის განწყობა რა იქნება. არ აინტერსებთ? რატომ კლავენ იცით, რატომ არ ახედებენ გარეთ? იმიტომ რომ შიში აქვთ მისი. იციან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია და გააკეთებს, თუ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველიც და ექიმებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ასევე ხაბეიშვილმა შეაფასა "ქართული ოცნების" ცალკეული ლიდერების კომენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აღნიშნულს "ამორალური და უზნეო" უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ეს ადამიანი 50 დღეზე მეტი შიმშილობდა. 50 დღის განმავლობაში გახსენდებათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლოს შესაძლებლობა მისცემოდა? - არა. ამაზე ხომ არ წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 85-გვერდიან დასკვნაში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლოს უფლება არ ეძლეოდა? ის მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა ელოდა, იცოდა, რომ იქნებოდა კრემლის ტყვე, ჩამოვიდა საქართველოში პირადი ჯანმრთელობისა და თავგანწირვის ხარჯზე. იმდენი დღე, რამდენიც იშიმშილა და უფრო მეტიც, სასამართლოს უფლება არ ეძლეოდა.

ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას აქვს ხოლმე ბერკეტები, როცა დემოკრატიაა. თავისუფალ დემოკრატიაში, ოპოზიციას ბევრი ბერკეტი აქვს ხელისუფლებაზე, იგივე სამოქალაქო საზოგადოებაზე, დღეს ეს მოშლილია. მათ შორის, საკანონმდებლო, მათ შორის, პოლიტიკური იძულების ინსტრუმენტები. სახალხო დამცველი შავით თეთრზე წერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ერთადერთი, არის რუსული „ოცნება“, რომელიც აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს. მითხარით ერთი ექიმი, როემლიც ამბობს, რომ პრეზიდნეტი სააკაშვილი არის ჯანმრთელად, მითხარით ერთი პროფესიონალი, რომელიც ამბობს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მითხარით, იპოვეთ მსოფლიოში, საქართველოში ერთი ექიმი, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება და მე საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი. რა იცის კობახიძემ, ვოლსკიმ, კალაძემ, რომელიც ამორალურ, უზნეო, ნაძირლურ განცხადებებს აკეთებენ, სხვა არაფერი არ ჰქვია, როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ქილიკებენ, თან ქილიკებენ პრეზიდენტ საკაშვილზე და იმ ადამიანზე, რომელსაც თავის დროზე ფიანდაზად ეგებოდნენ, ვგულისხმობ კახი კალაძეს, ვაზელინი არ ყოფნიდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობის დროს, ეს არის რეალობა, რაც იყო. მათ შორის, ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით საუბრობს, აი, თურმე, 7 ნოემბერიო, იმ 7 ნოემბრის შემდეგ იყო, რომ სხვადასხვა ტელევიზიებს ჩაერთო და იმჟამინდელ ოპოზიციას აკრიტიკებდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში იძულების მექანიზმები ოპოზიციას ჩამორთმეული აქვს, შესაბამისად, რჩება სახალხო მობილიზება.

ხაბეიშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ევროპულ და ცივილურ სამყაროსთან ინტეგრაციაში.

„სახალხო მობილიზება, ოღონდ არა მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადარჩეს, ასე არ უნდა შევხედოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულია ჩვენ ევროპულ და ცივილურ სამყაროსთან ინტეგრაციაში. თუ ვინმე ფიქრობს, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის ცალკე აღებული და თუ მას რამე მოუვა, ჩვენ მერე რა, ევროპაშიც მიგვიღებენო. არავინ ევროპაში არ მიგვიღებს, არც დასავლეთი არ დაგველაპარაკება.

პრეზიდენტს არაადამიანური მოპყრობით, წამებით კლავენ, ამას ციტირებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამაზე საუბრობს პოლონეთის ოფიციალური მხარე, ამაზე დღეს ევროსაბჭოში გაკეთდა განცხადება, "ევროპის სახალხო პარტიამ" გააკეთა კიდევ განცხადება, აქ მხოლოდ გვყავს - ვწუხვარ, პოლიტიკურად ძუნძგლიანი ხალხი - კობახიძე და მდინარაძე, ხალხი, რომელსაც ყველაფრის კეთება შეუძლია, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ არ მიგვიღებენ ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა