მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი დღეს გაგრძელდება

ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დღეს გაგრძელდება. უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ევაკუაცია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება.

გუშინ, გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა რომ მიმდინარეობს მესამე ოპერაცია მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ „ბნელ ჯოჯოხეთში“ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა უსაფრთხოდ განხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს