უკრაინის გენშტაბი - მტერმა „აზოვსტალზე“ კონტროლის დაწესების მიზნით ავიაციის მხარდაჭერით შტურმი განაახლა

ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრანულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა რუსული ძალების 8 ტანკი, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.

გენშტაბის ცნობით, პოპასნაიას მიმართულებით, ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს პოპასნაიას დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სევერსკის დასახლებებზე შეტევის განახლებაზე.

რუსულ ძალებს სევეროდონეცკის, ავდეევსკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებებით აქტიური საომარი მოქმედებები არ განუხორციელებიათ, მაგრამ ცეცხლის გახსნით ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების ქმედებების შეზღუდვას და საარტილერიო ნაწილების განადგურებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო