ნინო ლაცაბიძე - არასამთავრობო სექტორთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების ერთობლივი განხილვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რეგიონული მედიის შემდეგ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რუსთავის მერმა მესამე სექტორთან გამართა. შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა, ნინო ლაცაბიძემ ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეკითხვებს უპასუხა.

რუსთავის მერმა არასამთავრობო სექტორთან, ახალგაზრდულ და სტუდენტურ პროგრამებზე, არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ახალ დენდროლოგიურ პროექტებზე ისაუბრა.

,,დღეს შევხვდით რუსთავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც რუსთაველებისთვის არის აქტუალური. საუბრისას გამოიკვეთა ახალგაზრდული პროექტების თემა, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე, სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეხვედრა რეგიონულ მედიასთანაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არასამთავრობო სექტორთან და რეგიონულ მედიასთან ანალოგიურ შეხვედრებს რუსთავის მერი გარკვეული პერიოდულობით სისტემატურად გამართავს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა