ცოტნე ანანიძე - მთავარია, ვინ არჩია ამომრჩეველმა და არა ის, არჩეულის უფლებამოსილებას ვინ ცნობს - საკრებულომ უნდა იმუშაოს, რადგან ეს ბათუმს სჭირდება

დემოკრატიულობის ხარისხს ამომრჩევლის არჩევანი განსაზღვრავს. მთავარია, ვინ არჩია ამომრჩეველმა და არა ის, არჩეულის უფლებამოსილებას ვინ ცნობს. საკრებულომ უნდა იმუშაოს, რადგან ეს ბათუმის გამოწვევებს სჭირდება,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

უმაღლესი საბჭოს წევრის განმარტებით, ბათუმში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შედეგი ოპოზიციისთვის ნათელი პასუხი იყო.

„რამაზ ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საკრებულოს მისი სახით ღირსეული წევრი შეემატა. ბათუმელები ახლა საკრებულოს სრული დატვირთვით ამოქმედებას ელოდებიან, არ შეიძლება მისი მუშაობა შეჩერდეს, ვინაიდან თუნდაც მცირედი შეფერხება სოციალურ და ჯანდაცვის, კულტურულ თუ სხვა პროგრამებზე აისახება. მათი განხორციელება ქალაქისა და მისი მცხოვრებლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი