გიორგი სააკაშვილი - ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს - არ შეიძლება საქართველოს აღმშენებელს ასე ექცეოდე

ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს. არ შეიძლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს აღმშენებელს, საქართველოს ფეხზე დამყენებელს ასე ექცეოდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ბათუმში აქციაზე განაცხადა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, დღევანდელი აქცია ბრძოლის დასაწყისია და მალე აქციებით სხვადასხვა რეგიონს მოივლიან.

„მინდა აღვნიშნო, რომ ესაა ბრძოლის დასაწყისი. ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს მიშას ფატალური შედეგით დასრულებას. მე მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ოჯახის სახელით ჩავუდგე სათავეში მოძრაობას, რომელიც მიაღწევს, რომ მიშა პირველ რიგში ჩვენ გვყავდეს ჯანმრთელი.

მე ვხედავ ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ მოღიმარე ადამიანს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ ძალიან ცუდად, ვინაიდან მიშა არის ციხეში. მისი ადგილი იქ ნამდვილად არ არის. ეს არის რუსი ოლიგარქის დამსახურება, რომელმაც წაართვა ამ ადამიანს სიცოცხლის უფლება, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ბოლომდე.

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ მიშას ჯანმრთელობისთვის. მე პირობა მოგეცით, რომ დღეს შემოვუერთდებოდი ბათუმს. ეს არის დასაწყისი ჩვენი ბრძოლის, ვინაიდან ბათუმი ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ, თქვენ უნდა დამიდგეთ გვერდზე, თქვენ იქნებით სიმბოლო. ბათუმიდან აუცილებლად წავალ ზუგდიდში, ქუთაისში, ლანჩხუთში, კახეთში, აბსოლუტურად ყველა ქალაქში.

ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს. არ შეიძლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს აღმშენებელს ასე ექცეოდე, ოთხ კედელში იყოს დამწყვდეული. ვისმენდი კობახიძის განცხადებას, რომ თურმე ჩვენ 9 წლის მანძილზე გვმართავდა ფსიქოპატი. გამოდის, რომ ჩვენ ვართ ყველა ფსიქოპატები. ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, ჩვენ ვართ ერთად და ერთიანობა უნდა დაიწყოს ბათუმიდან“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა