„ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა მათი 20-მდე მხარდამჭერი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა მათი 20-მდე მხარდამჭერი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მათი 20-მდე მხარდამჭერი დააკავეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, დაკავებულთა შორის არიან ქალები, რომლებიც სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

თავის მხრივ, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ დაკავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

„არ დაემორჩილენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, განვუმარტეთ, რომ იმ რაოდენობის ხალხი არ იყო და არ იყო საჭირო გზის გადაკეტვა. ამიტომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დავაკავეთ“, - აცხადებენ სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, ბათუმში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.