აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ასევე სამართალდამცავები რჩებიან

აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ასევე სამართალდამცავები რჩებიან

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ასევე სამართალდამცავები რჩებიან.

სამართალდამცავებმა კარვები სრულად აიღეს. აჭარის მთავრობის სახლთან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მთავრობის შენობის წინ, მორეცხვით სამუშაოებს ახორციელებენ. აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ასევე სამართალდამცავებიც რჩებიან, პერიოდულად მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. ცოტა ხნის წინ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით კიდევ დააკავეს.