„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იწყება

გორში სამოქალაქო ბიუჯეტი 2023-ის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების მიზანია, პროგრამისა და მისი განხორციელების ეტაპების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

„2023 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილი 28 ზონად.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა შეთანხმებით ირჩევს.

პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200-მდე პროექტი განხორციელდა. 2022 წელს იგეგმება 45 პროექტის განხორციელება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო