თელავში  "ველო-ფესტივალი - 2022"  ჩატარდა

თელავში "ველო-ფესტივალი - 2022" ჩატარდა. ფესტივალში სხვადასხვა ასაკის 20-მდე ახალგაზრდამ, ასევე თელავისმუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა, -ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, "თელავის ველო-ფესტივალი - 2022" VELO-RUN -ით გაიხსნა, მონაწილეებმა სტარტი თელავის ფიქრის ხიდიდან აიღეს და ნადიკვრის და ბარნოვის ქუჩის გავლით ცენტრალურ მოედანზე დაასრულეს, სკვერში კი სხვადასხვა სახეობებში ველო რბოლა მოეწყო.

„პირველი ადგილი ნიკა იუკურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თამარ ნუსხელიძე გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი ანდრეა სახეიშვილი გახდა, გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, პირველი ადგილის მფლობელს კი ,,თელავის ველო ფესტივალის,, თასი გადაეცა.

ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილემ 6 წლის ლუკა ემინაშვილმა დაიმსახურა.

ველო-ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა“, -ნათქამია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს