სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული 12 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

აჭარის მთავრობის სახლთან 6 მაისს აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 25 წევრიდან მოსამართლემ 12 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

კერძოდ, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ: რომან ვარშალომიძე, ირაკლი მექვაბიშვილი, ნუგზარ ხოზრევანიძე, ლაშა ადამია, გიორგი დიასამიძე, ბექა მექვაბიშვილი, რისმაგ ხოზრევანიძე და შალვა ჭანტურია, ლევან გორგილაძე, ბაჩი მექვაბიშვილი, გიგა თედორაძე და მინდია ცინცაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მხარეთა პოზიციები მოისმინა და განაცხადა, რომ მომდევნო სასამართლო პროცესი 20 მაისს გაიმართება.

დაცვის მხარემ კი გონივრული ვადა მოითხოვა, რათა მტკიცებულებებს გაეცნოს და საკუთარი პოზიცია სასამართლოში წარადგინოს.

ცნობისთვის, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, მოგვიანებით სამართალდამცავებმა კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა 25 პირი დააკავეს, მათი ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა