შალვა პაპუაშვილი - ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმ ხალხს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს?

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან „თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პატრიოტული ხელისუფლება არ არის.

„სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი ინტერესი არის წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, ეს არის კინო, რომელსაც 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. 10 წელია სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო გარდა იმისა, თითქოს „ქართული ოცნება“ ეს არის რუსული პროექტი. ვერაფერს ამ კუთხით ვერ ამბობენ და ამას ცდილობენ, რაღაცნაირად, ფრაზების ამოჭრით. ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? იმათ ეპარებათ ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში კი დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? ეს არის სწორედ სამარცხვინო.

მანიპულაცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არის მცდელობა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ადამიანების სიტყვებზე გამოჭერით. ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი მანიპულაცია. სხვა არაფერია პროპაგანდა. ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ არის პატრიოტული ხელისუფლება. არადა, თვითონ ეს ტელევიზიები იქცევიან არაპატრიოტულად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას", ნამდვილად არ ახსენდება "ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა". "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა "დროებას" ჟურნალისტის კითხვას, თუ ახსენდება შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს სიტყვა - „ვიგინდარა“ ან „სამარცხვინო არსება?“

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024