გურამ მაჭარაშვილი - თუ პატიმარ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება დადგება, ამის მზადყოფნაც იქნება - ზედმეტი ინტერპრეტაციები საჭირო არ არის

ამ ეტაპისთვის პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საჭირო არ არის - თუ ეს საჭიროება დადგება, ამის მზადყოფნაც იქნება და ეს განხორციელდება. აქედან გამომდინარე, ზედმეტი ინტერპრეტაციები საჭირო არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაციები და სპეკულაციები არა ახლა, არამედ შემოდგომაზეც იყო.

„ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, გუშინ, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალების და მისი მხარდამჭერების მხრიდან იყო გაჟღერებული, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იყო პატიმარი სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ ის იქ არ იმყოფებოდა და სხვა პატიმარი იყო, მათ საერთოდ არ მოიკითხეს, რომელი პატიმარი და რა მდგომარეობაში გამოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს არის ის არასწორი მიდგომა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა პატიმრის მდგომარეობა როგორია, ამაზე სამწუხაროდ, არც მედიასაშუალებები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა