პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ომში დაღუპული ალექსანდრე ვახტანგაძის ოჯახს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ომში დაღუპული ალექსანდრე ვახტანგაძის ოჯახს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

,,მინდა, დღევანდელი დღე, პატივისცემით მივულოცო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა და 9 მაისი გამარჯვების დღედ იქცა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა