თელავში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას ამის შესახებ თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია მეორე მსოფლიო ომის სამ ვეტერანს შალვა კუპატაძეს, გიორგი ივანკოს და ეკატერინე თათილაშვილს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.

„გვსურს, პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილ გმირებს. სწორედ მათი თავდადების შედეგად მოვიპოვეთ მშვიდობა. ამჟამად, თელავის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის სამი ვეტერანი გვყავს, ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს. ვეტერანებს მერიის სახელით ფულად დახმარებას გადავცემთ,“ - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა