მარნეულში, მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა

მარნეულში, მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს სიგელები და თასები საზეიმოდ გადასცეს.

მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 3-8 მაისს უმასპინძლა.

“ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებში. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი წარმატება გვაქვს. მარნეულის მერია სპორტის პოპულარიზაციას მაქსიმალურად უჭერს მხარს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა.

ფინალურ შეჯიბრებებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ასევე, საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა