მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მოინახულეს, სასაჩუქრე კალათები პირადად გადასცეს და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ასევე, სოფელ კაჩაგანში, შაუმიანსა და სადახლოში 9 მაისის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

“ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით მოვინახულეთ ომის ვეტერანები, გადავეცით სასაჩუქრე კალათები და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადავუხადეთ. ჩვენს გმირ ვეტერანებს ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს“, - განაცხადა მარნეულის მერმა კენან ომაროვმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო