გარდაბანში ომის ვეტერანებს ფულადი თანხა გადაეცათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს 1000 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 500 ლარი გადაეცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ყველა მათგანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო ნობათი მიიღო.

დღესვე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომში, 1941-45 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 1552 ადამიანი დაიღუპა, 725 დაკარგულად ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა