„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. პრეზიდენტი - ჩვენი ამოცანაა მარიუპოლი გავხადოთ საკურორტო ქალაქი

თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. პრეზიდენტი დენის პუშილინი აცხადებს, რომ მას განზრახული აქვს ომის დასრულების შემდეგ, მარიუპოლი კურორტად აქციოს. ამის შესახებ მან მარიუპოლში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა მარიუპოლი გავხადოთ საკურორტო ქალაქი, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. მარიუპოლი გახდება იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე იყო“, - განაცხადა მან.

დენის პუშილინის თქმით, საკურორტო საქმიანობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და შემოსავალს მოუტანს ქალაქს.

უკრაინული მედიის ცნობით, 9 მაისს მარიუპოლში „რაშისტებმა“ მსვლელობა გამართეს, რა დროსაც რუსულმა ტელევიზიებმა არ აჩვენეს მარიუპოლის დანგრეული ტერიტორიები და აირჩიეს ქალაქის მხოლოდ ის კვარტალი, რომელიც რუსული არმიის თვითმფრინავების დაბომბვის შემდეგ გადარჩა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში