დავით უსუფაშვილი - ევროკავშირის კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, არ არის კარგი, გპირდებით, აუცილებლად გასაჯაროვდება

ევროკავშირის კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, არ არის კარგი, გპირდებით, აუცილებლად გასაჯაროვდება, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვარზე გაცემული პასუხების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება მომავალ ხელისუფლებას მოუწევს, ამიტომ სათანამშრომლო ვითარების შექმნა აუცილებელია.

„კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს პასუხები აუცილებლად გასაჯაროვდება. მთავრობას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ ემუშავა, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ არის მთავრობის საკუთრება და ექსკლუზივი, ვინაიდან ეს კითხვები შეეხება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და რეფორმებს ფართო პერიოდში და ამ კითხვარზე გაცემული პასუხების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება მოუწევს მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ გონივრულ და სათანამშრომლო ვითარებაში და მე პრაქტიკულად გპირდებით, ამ კითხვარზე პასუხები აუცილებლად გასაჯაროვდება, როგორ და როდის, ცოტა მოთმინება ვიქონიოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ