საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
მიმდინარე შესყიდვების მიხედვით იგეგმება: იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს. შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=458267&lang=ge
ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია; პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. ქუჩის სიგრძე 380 მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 440 280 ლარს შეადგენს. შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457517&lang=ge
ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის. მისი სიგრძე 680 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. დიდ გორიჯვარში შიდა გზის რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 332 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომლის მიზანიც ტინისხიდში, დიდ გორიჯვარსა და სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია. შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457350&lang=ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.