თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის უხუცეს მკვიდრს 107 წლის იუბილე მიულოცეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურა მოსახლიშვილმა მუნიციპალიტეტის უხუცეს მკვიდრს ბეწეწურ არაბულს იუბილე მიულოცეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბეწეწურ არაბული 107 წლის გახდა.

ბეწეწურ არაბულს თელავის მუნიციპალიტეტის მერია ფულად საჩუქარს გადასცემს.

,,დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კობაძეში. დაბადების დღე მივულოცეთ მუნიციპალიტეტის უხუცეს მკვიდრს ბეწეწურ არაბულს, რომელსაც 107 წელი შეუსრულდა. იუბილარს სიმბოლური საჩუქარი გადავეცით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია იუბილარ უხუცესს ფულად თანხას გადასცემს“, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

თელავის მერიის ინფორმაციით, 107 წლის ბეწეწურ არაბულს 5 შვილი და 21 შვილიშვილი ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო