ნიკოლოზ ვაშაკიძე -  რუსეთს ექსკლუზიური, მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან მიღებული სტატუსი აღარ ექნება

პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისთვის “ლენდ-ლიზის” კანონზე ხელის მოწერა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მან შეგნებულად გადადო ეს და დოკუმენტს ხელი მხოლოდ 9 მაისს მოაწერა, ანუ იმ დღეს, როცა რუსეთი გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს. ეს არ არის არც დამთხვევა და არც უბრალო სიმბოლიზმი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის აშშ-ს ცალსახა გზავნილი იალტისა და პოტსდამის ეპოქის, მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის პოსტ მოწყობის საბოლოო დასრულებაზე, რომელშიც საბჭოთა კავშირი და შემდგომ მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ამ ომში გამარჯვებულ ძირითად სახელმწიფოებთან ერთად.

„1941 წლის ლენდ-ლიზის ანალოგიური, ამჯერად უკვე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აქტის ზუსტად 9 მაისს გაფორმება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ხედვით, კაცობრიობის მთავარი ბოროტების მთავარი დამმარცხებლის რუსეთის სტატუსი უკვე მხოლოდ ისტორიის კუთვნილებაა, ხოლო დღევანდელი დღის მთავარი ბოროტება თავად რუსეთია. სავარაუდოდ, ეს მრავლისმეტყველი ჟესტი მიმართულია მთელ რიგ შედეგებზე - მათ შორის, რუსეთის დანაშაულის საყოველთაო აღიარება და დაგმობა, თავად რუსეთის იძულება ამ აღიარებისკენ, რაც ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეჟიმის დამხობას, მისი მთავარი ფიგურების გასამართლებას და რუსული იდეოლოგიის ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს.

საერთაშორისო სისტემის თვალსაზრისით, უნდა ვივარაუდოთ არც თუ შორეულ მომავალში მოხდება გაეროს ძირეული რეფორმა, ან მისი ახალი გლობალური ორგანიზაციით ჩანაცვლება, სადაც რუსეთს ექსკლუზიური, მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან მიღებული სტატუსი აღარ ექნება”,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი