ჭკვიანი სახლის ჭკვიანი ტექნიკა - ზუმერის ახალი კამპანია

სმარტფონებისა და აქსესუარების დიდი, ფერადი არჩევანით და ლიბერალური ფასებით "ზუმერი" დიდი ხანია განთქმულია. თუმცა კარგად ნაცნობი ტექნიკის მიღმა, "ზუმერმა" ამჯერად ჭკვიანი სახლის ტექნიკაზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება. კამპანიის ფარგლებში “ზუმერი” სახლების “დაჭკვიანებისკენ” მოგვიწოდებს და “ჭკვიანი” მოწყობილობების ფართო არჩევანს გვთავაზობს.

რას გულისხმობს ჭკვიანი ტექნიკა და რა ბენეფიტები აქვს მას?

ჭკვიანი ტექნიკა დისტანციურად კონტროლირებად მოწყობილობებს მოიცავს, რომლის მართვაც მარტივად, სმარტფონის მეშვეობით არის შესაძლებელი.

“ზუმერის” ჭკვიანი ტექნიკის კამპანია მიზნად განსხვავებულ, ჭკვიან ტექნიკაზე მომხმარებლების ინფორმირებას და მათი ცხოვრების გამარტივებას ისახავს. კამპანიის მთავარი მესიჯიც ამ სათქმელიდან გამომდინარეობს - “დააჭკვიანე, რას ელოდები?”. “ზუმერის” გადმოსახედიდან დროის დაზოგვის, ჭკვიან მოწყობილობებთან და თანამედროვე ტრენდებთან დამეგობრების დროა.

რატომ უნდა შევიძინოთ ჭკვიანი მოწყობილობები?

თანამედროვე ადამიანი საკუთარ დროსა და ენერგიას მეტად უფრთხილდება. გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის კვალდაკვალ ჭკვიანი ტექნიკა სწორედ რესურსების დაზოგვის ეფექტურ გზებს გვთავაზობს.

ჭკვიანი სახლის კონცეფცია ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა იმკვიდრებს სახელს, მთელს მსოფლიოში კი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინური ტექ. გიგანტი - Xiaomi - იპყრობს, რომელიც სხვადასხვა პროფილის ჭკვიან გაჯეთებს გვთავაზობს. მათ შორისაა წყლის და მოძრაობის სენსორები, გარე და შიდა კამერები, სამზარეულოს ტექნიკა, ჰაერის დამატენიანებლები, განათებები, მტვერსასრუტები, ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Xiaomi-ს ჭკვიანი ტექნიკის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით “ზუმერშია”. “ზუმერის” შეთავაზებებს შორის სხვა გიგანტების, მაგალითად, Apple-ს და Amazon-ის ჭკვიან მოდელებსაც შეხვდებით.

“ზუმერმა” კამპანიაზე პარტნიორ კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონთან” ერთად იმუშავა და მომხმარებლებს სახალისო ვიდეორგოლიც შესთავაზა, რომელიც ჭკვიანი ტექნიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

კამპანიის მიმდინარეობისას - 24 მაისის ჩათვლით, “ზუმერი” ფილიალებსა და ვებგვერდზე მომხმარებლებს ჭკვიან ტექნიკაზე ზუმერული ფასდაკლებებიც ელოდება!

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა