11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და პრივილეგიებს არ ვითხოვთ

ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და პრივილეგიებს არ ვითხოვთ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის განცხადება ადვოკატებმა ჩააბარეს, რითაც იუსტიციის მინისტრის მიერ მიერ გაკეთებულ შეთავაზებას დათანხმდნენ.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებებს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და პრივილეგიებს არ ვითხოვთ. ამ განცხადებით, რომელიც გავგზავნეთ, საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, რაც პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ პირს გააჩნია, მის შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული. აქ, იგულისხმება ადვოკატებთან, პარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ასევე, მისი არჩევანი, ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრების მოსმენის უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით ყველა პირს გააჩნია“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, როდესაც ექსპერტიზა დაინიშნება, პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი ექსპერტს ციხეში შესვლაზე უარი უთხრას, თუმცა სააკაშვილის საქმის შემთხვევაში 4 თვე უკანონოდ და ყოველგვარი წერილობითი პასუხის გარეშე ექსპერტებს ფიზიკურად არ ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ ციხეში მიხეილ სააკაშვილი.

ადვოკატის განმარტებით, არ სურს ისაუბროს მოლოდინებთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესრულდება მათ მიერ წარდგენილი განცხადება, თუმცა, როგორც განმარტა, ადვოკატების მხრიდან ადგილი არ აქვს რაიმე განსხვავებულის ან ისეთი საკითხის მოგვარებას, რაც კანონმდებლობით არ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო