გიორგი ვაშაძე - პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე - მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც კობახიძისგან ვისმენთ

პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე - მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც კობახიძისგან ვისმენთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, უახლოეს 2-3 თვეში საქართველოში ყველაფერი გაირკვევა, კერძოდ, ვინ არის რუსეთის და ვინ დასავლეთის მხარეს.

„პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე. ვფიქრობ, ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს. თავდასხმა ელჩზე, თავდასხმითი რიტორიკა დასავლეთზე, შენიღბული კამპანია - "ომი გინდათ", "ომი გინდათ", ეს, როგორც ჩანს, დიდი საერთო სტრატეგიის ნაწილია. უახლოეს 2-3 თვეში საქართველოში ყველაფერი გაირკვევა, თუ ვინ არის რუსეთის და დასავლეთის მხარეს. ჩვენ, საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს დიდი არჩევანის გაკეთება. მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ კობახიძისგან და მათი აპოლოგეტებისგან",- აღნიშნავს ვაშაძე.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს