ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გამწვანების აქცია მოეწყო

ბოლნისის კულტურისა და დასვენების ისტორიულ პარკში, გამწვანების აქციის ფარგლებში, 75 ძირი კავკასიური ფიჭვი და 2 ძირი ნეკერჩხალი დაირგო. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიიღო.

„ქალაქ ბოლნისში გერმანელების გაშენებულ პარკს გამორჩეული ადგილი უკავია. ამ ისტორიული პარკის მოვლა და განახლება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. დღეს კულტურისა და დასვენების პარკში ფიჭვის ჯიშის ხეები დავრგეთ. გამწვანების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა პარკში პერიოდულად მოეწყობა და ვფიქრობ, ეს ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს