რუსთავში ისტორიული მნიშვნელობის ორი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში ისტორიული მნიშვნელობის შენობების - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ორი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახლებული სერვისებით დაუბრუნდება. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება #1 საბავშვო ბაღის ორივე ფლიგელს, სადაც ეზოც კეთილმოეწყობა. ჯამში, ჩვენ ამ ორივე პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ზურაბ ტაბაღუას განცხადებით, ორივე ისტორიული შენობის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან იყო.

„საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხშირად ვხვდებით და ორივე პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მოსახლეობის მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უფრო მრავალფუნქციური გამხდარიყო, ასევე, რეაბილიტაცია ჩატარებოდა #1 ბაღს“, - განაცხადა ზურაბ ტაბაღუამ.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი შენობის შიდა ინტერიერისა და ფასადის განახლებას, განათების, ვენტილაციისა და ცენტრალური გათბობის ქსელის მონტაჟს ითვალისწინებს. მოწესრიგდება შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები და ღია კაფეც მოეწყობა. მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე, რეაბილიტაციის შემდეგ, არაფორმალური განათლების ცენტრის დატვირთვას დაიბრუნებს. რუსთაველი ბავშვები, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ახალი უნარ-ჩვევების შეძენას სრულად რეაბილიტირებული შენობაში შეძლებენ.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ პირველ საბავშვო ბაღს, სადაც სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები, შენობის გამაგრება-რესტავრაცია იგეგმება. გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც დამონტაჟდება. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, ფანჩატურები და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონები მოეწყობა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 3 024 879 ლარია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა