გიორგი ხოჯევანიშვილი ჯანდაცვის მინისტრს -  თუ არ იცით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ბევრ სოფელში  არ არის სოფლის ექიმი

თუ არ იცით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ბევრ სოფელში არ არის სოფლის ექიმი, - ასე მიმართა პარტია „ საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ხოჯევანიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი მოსახლეობას ძალიან აწუხებს.

"ბევრ სოფელში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში აშენებულია ამბულატორიები, რომლებიც არ არის ბალანსზე, ბალანსზე არ ყოფნა წარმოშობს ისეთ პრობლემას, როგორიც არის საექსპლუატაციო ხარჯების გაწერა, მათ შორის კომუნალური ხარჯები და ელემენტარულად, რომ იფუნქციონიროს ამბულატორიამ ეს დამოკიდებულია ან სოფლის მოსახეობაზე, ან იმ ამბულატორიაზე მიმაგრებულ რომელიმე ოჯახის ექიმზე.

ახლა რაც შეეხება ექიმებს, ალბათ იცით და თუ არ იცით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ბევრ სოფელში დანიშნული არ არის სოფლის ექიმი და იმ შემთხვევაში თუ არის დანიშნული უკვე გვაქვს სხვა პრობლემა, კონკრეტულ ექიმებს აქვთ იმაზე მეტი ვალდებულებები აღებული ვიდრე შეუძლიათ შეასრულონ და ვგულისხმობ რას, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სოფელში არსებულ ამბულატორიაში ექიმი შეიძლება არაკეთილსინდისიერების გამო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ექიმები ფიზიკურად ვერ ახერხებენ მისვლას დროის სიმცირის გამო. ამიტომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სოფლად ძალიან აწუხებს, უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება აბსოლუტურად სიღრმისეული და სისტემური მიდგომა, რომ ეს საკითხი როგორმე გაუმჯობესდეს და გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი დაინტერესდა, ჯანდაცვის და სოციალური პაკეტის რა საშეღავათო მიდგომებია დევნილებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

"თქვენ ალბათ ასევე იცით, რომ დაახლოებით 40 000-მდე ოჯახი დღეის მდგომარეობით ისევ ელოდება განსახლებას, ისევ არის პრობლემა. ჩვენი ქვეყნისთვის არის უკიდურესად მტკივნეული დევნილები. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ქულათა სისტემის და კრიტერიუმების გაუმართაობის გამო და ამიტომ მაინტერესებს თუ იგეგმება ამ კუთხით რაიმე მიდგომის გაუმჯობესება. ისე ალბათ იმასაც შეგახსენებდით, რომ საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო კვლევების მიხედვით დღეის მდგომარეობით ყველა ოჯახი, რომ დაკმაყოფილდეს ამისთვის დაახლოებით 20 წელია საჭირო. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ვფიქრობ, რომ თქვენი მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით გადასადგმელია.

უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თქვენ არ გისაუბრიათ მათ შორის არც დევნილებზე და არც ამ საკითხზე. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებისათვის თუ ფიქრობთ, რომ რაიმე განსაკუთრებული მიდგომები არსებობდეს, ვგულისხმობ საშეღავათო მიდგომებს ჯანდაცვის და სოციალური პაკეტის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა