9-10 მაისს Hyundai-მ მომხმარებლებს NFT-ის პირველი ექსკლუზიური კოლექცია „Shooting Star”-ს წარუდგინა

„Shooting Star” კოლექცია არის იმ განცხადების გაგრძელება, რომელიც კომპანიამ 18 აპრილს გააკეთა - რომ ჰიუნდაი გახდებოდა პირველი ბრენდი, რომელიც NFT-ის საზოგადოებას შეუერთდებოდა. NFT-ს მარკეტზე მზარდი ინტერესისა და მოთხოვნის დამსახურებით Hyundai X Meta Kongz-ის კოლაბორაციით შექმნილი ლიმიტირებული NFT გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე ამოიწურა.

ჰიუნდაიმ იზრუნა NFT-ით დაინტერესებულ საზოგადოებაზე და სპეციალურად მათთვის ახალი ციფრული ვებ-გვერდი და არხები შექმნა Discord-სა და Twitter-ზე. ვებ-გვერდი 2 მაისს ამოქმედდა, ხოლო Discord-ისა დაTwitter -ის არხები გასულ თვეს ჩაეშვა და ერთზე უკვე 127 000 ხოლო მეორე პლატფორმაზე 86 000 მიმდევარი ჰყავს.

ჰიუნდაი საკუთარი საკომუნიკაციო არხებით მომხმარებელთან მუდმივ რეჟიმში მუშაობს და უამრავ ღონისძიებას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაის NFT-ის შესაძენ ღონისძიებაზე დაახლოებით 0.7 მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ჰიუნდაი საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით ეთერიუმის ბაზაზე შექმნილი 10 000 ცალი Shooting Star-ის გაყიდვას გეგმავს. კომპანიამ ეთერიუმი მისი რეპუტაციის გამო შეარჩია. 9 მაისს დახურული გაყიდვები მოეწყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჰიუნდაის ორგანიზებულ NFT ღონისძიებაზე შეძლეს გამარჯვება, ხოლო 10 მაისს უკვე ღია მარკეტი გაიხსნა.

“Shooting Star” ფიგურირებს Hyundai X Meta Kongz-ის ფარგლებში შექმნილ ფილმშიც სადაც მაიმუნი პერსონაჟი უცხო ვარსკვლავს საკუთარი Pony-ის საქარე მინის საწმენდზე შეამჩნევს. ჰიუნდაი გეგმავს შექმნას სრულფასოვანი NFT კოლექცია “Metamobility Universe”-ის კონცეპტის ფარგლებში.

„Shooting Star”-ით ჩვენ ვაფართოებთ ბრენდის გამოცდილებას „Metamobility” სამყაროში და მომხმარებელს ვუქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ. მიზნად ვისახავთ „Metamobility Universe” -ის კონცეპტის ფარგლებში შევქმნათ უფრო მრავალფეროვანი კოლექციები. ჩვენ მივესალმებით ყველას, რომ გახდნენ ჩვენი ექსპერიმენტული მოგზაურობის ნაწილი.“ -თომას შემერი, კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა