ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს უმასპინძლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომავალ სტუდენტებს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა და უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, მიღწევები, სტუდენტური ცხოვრება და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.

„აბიტურიენტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს. სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს ფიზიკის, იმუნოგენეტიკის, კრიმინალისტიკისა და სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში.

ახალგაზრდებმა ასევე ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ შექმნილი კონსტრუქციები, შენობა-ნაგებობების მაკეტები დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს ფაბლაბში სხვადასხვა ნივთის დამზადებაში. შეხვედრის დასასრულს, სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ბროშურებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

2022-2023 სასწავლო წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 32 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1 360 პირველკურსელი ჩაირიცხება.

აბიტურიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, რესურსებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ იხილეთ ბმულზე : https://bsu.edu.ge/Presentation/

ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები : https://bsu.edu.ge/360/“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა